“უბრალო საუბრებია” – რასმუსენი მაკრონის განცხადებაზე უკრაინაში ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით
“სამარცხვინოა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების სიაში საფრანგეთი მხოლოდ მე-17 ადგილს იკავებს. ეს სამარცხვინოა სამხედრო თვალსაზრისით, ევროპის ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფოსთვის”, – განაცხადა შვეიცარიულ გაზეთ Neue Zürcher Zeitung-თან საუბარში ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა.
კითხვაზე, საფრანგეთის პრეზიდენტი – ემანუელ მაკრონი უკრაინაში ჯარების გაყვანას აღარ გამორიცხავს, რასმუსენი ამბობს, რომ “ეს უბრალოდ საუბრებია”.
“ეს უბრალო საუბრებია. მაკრონი ცდილობს, დამალოს საფრანგეთის სამარცხვინოდ დაბალი მხარდაჭერა. ჩემი ქვეყანაც კი, პატარა დანია, რამდენჯერმე მეტ სამხედრო დახმარებას უწევს. ვფიქრობ, ეს, ასევე, დაკავშირებულია მაკრონისა და შოლცის მსოფლმხედველობასთან. მაკრონმა ხომ აღიარა პუტინის წინა შეფასებებში შეცდომები. მაქვს განცდა, რომ უფრო და უფრო მეტი ევროპელი ლიდერი აცნობიერებს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, დავუბრუნდეთ ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებას. ამ კუთხით საფრანგეთის უფრო გაბედული პოზიცია უნდა დავინახოთ. იმედი მაქვს, რომ საფრანგეთი მომავალში უფრო გადამწყვეტად იმოქმედებს”, – თქვა ალიანსის ყოფილმა ხელმძღვანელმა.