უკრაინელმა სამხედროებმა ანექსირებულ ყირიმში რუსეთის საპატრულო გემი – “სერგეი კოტოვი” საზღვაო დრონების გამოყენებით ჩაძირეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მთავარ სადაზვერვო სამმართველოში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე დროს, რუსეთის ტელეგრამის არხებიც ავრცელებენ ინფორმაციას, რომ “სერგეი კოტოვი” ფეოდოსიაში განადგურდა. ეკიპაჟის ბედი უცნობია.
ღამით ყირიმზე თავდასხმა განხორციელდა.