„თეატრალური ინსტიტუტის მხატვრები (1940-1960)“ – „ART დისკურსის“ პირველი შეხვედრა გაიმართება

29 თებერვალს, 15:00 საათზე, პირველი „Art დისკურსის“ ფარგლებში წარმოდგენილი იქნება დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ირმა დოლიძის კვლევა – „თეატრალური ინსტიტუტის მხატვრები (1940-1960)“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პლატფორმა „Art დისკურსი“ მუდმივმოქმედია და გაიმართება ყოველთვიურად.
ზემოხსენებული შეხვედრით, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი საფუძველს უყრის ახალ ინიციატივას და აფუძნებს სამეცნიერო პლატფორმას „Art დისკურსი“, რომლის მიზანია ინსტიტუტის მკვლევართა მიგნებებისა და სამეცნიერო შედეგების ფართო საზოგადოებისთვის (სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, პროფესიული წრეები, დაინტერესებული საზოგადოება) გაცნობა-გაზიარება, აქტუალურ სახელოვნებო საკითხებზე დისკუსიით და მოსაზრებების ურთიერთგაცვლით.
„Art დისკურსის“ ფარგლებში კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელთა მიერ წარმოდგენილი იქნება უახლესი კვლევების შედეგები ხელოვნებათმცოდნეობის, თეატროლოგიის, კინომცოდნეობის, მედიაკვლევების, კულტუროლოგიის, ქორეოლოგიის მიმართულებებით.

მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზ. #19. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, ვასილ კიკნაძის სახელობის აუდიტორია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები