ინდოეთი და პაკისტანი ერთმანეთს სამხედრო დაძაბულობის ესკალაციაში ადანაშაულებენ

ინდოეთმა და პაკისტანმა ერთმანეთი დაძაბულობის ესკალაციაში დაადანაშაულეს, აშშ და სხვა ქვეყნები კი ორივე მხარეს დეესკალაციისკენ მოუწოდებენ,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

ინდოეთის არმიამ, პაკისტანი ინდოეთსა და ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირში სამ სამხედრო ბაზაზე დრონებისა და რაკეტების გაშვებაში დაადანაშაულა.

პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა უარყო, რომ ისლამაბადი პასუხისმგებელია ინდოეთის მიერ მართულ ქაშმირში რაიმე თავდასხმაზე და BBC-ს განუცხადა, რომ როდესაც პაკისტანი დარტყმას განახორციელებს, „ამის შესახებ მთელ მსოფლიოში გაიგებენ“.

პაკისტანის განცხადებით, ოთხშაბათ დილიდან პაკისტანსა და პაკისტანის მიერ მართულ ქაშმირში საჰაერო თავდასხმების, ასევე კონტროლის ხაზის გასწვრივ სროლის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა და 57 დაშავდა.

ცნობისთვის, ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირში ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა აჯანყება, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ინდოეთიც და პაკისტანიც ქაშმირზე სრულ საკუთრებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები