ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგო ხიდიდან მდინარეში გადახტა.

როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული არიან უწყების თანამშრომლები და მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები