კახა კალაძე – თვითმმართველობის არჩევნებზე: დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტში წარმატებას მიაღწევს, რადგან დღეს ქვეყანაში ერთადერთი პატრიოტი ძალაა, ვინც ემსახურება ქართველ ხალხს

თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაწყებული გვაქვს. ჩვენთვის ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც მერების არჩევნებში, ასევე საკრებულოს დონეზე „ქართული ოცნება“ წარმატებას მიაღწევს.

„გვინდა, ყველა მუნიციპალიტეტში როგორც მერების სახით, ასევე საკრებულოებში წარმოდგენილი იყოს ღირსეული კანდიდატები ჩვენი გუნდის სახით. უამრავი პრობლემაა დედაქალაქსა თუ რეგიონებში და გვინდა, საზოგადოებას ვაჩვენოთ ჩვენი ხედვა, თუ რას ვაპირებთ, როგორია ჩვენი დამოკიდებულება და როგორ ვუპასუხებთ იმ გამოწვევებს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონკრეტული რაიონისა და სოფლისთვის.

მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, – ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც მერების არჩევნებში ასევე საკრებულოს დონეზე „ქართული ოცნება“ წარმატებას მიაღწევს, რადგან დღეს ქვეყანაში ერთადერთი პატრიოტი ძალა, ვინც ემსახურება ქართველ ხალხს და ატარებს ქართველი ხალხის ინტერესს ეს არის „ქართული ოცნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები