კახა კალაძე: მე ვარ ერთი რიგითი ჯარისკაცი ამ გუნდის, ვემსახურები ჩემს ქალაქს, თბილისელებს და რასაც გადაწყვეტს პოლიტიკური საბჭო, თუ ვინ უნდა იყოს თბილისის მერობის კანდიდატი, საზოგადოებისთვის ეს ცნობილი გახდება

2017 წლიდან ვარ დედაქალაქის მერი და ბევრი მაგარი პროექტი იქნა განხორციელებული. ეს არ არის მხოლოდ ჩემი დამსახურება, ჩემს უკან დგას 30 000-მდე ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად დაუღალავად მუშაობენ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო მოწესრიგებული, მწვანე, განახლებული, საცხოვრებლად კომფორტული და ამისთვის მინდა ყველა ჩემს თანამშრომელს გადავუხადო მადლობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„მე მაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა ცენტრალური მთავრობის მხრიდან, რაც იგრძნობოდა მთელი ამ წლების განმავლობაში. მაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის მხრიდან, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, პრემიერ-მინისტრის თანადგომა. მე ამას ძალიან ვაფასებ და ის პროექტები, რაც ხორციელდება და რაც გაკეთდა ქალაქში, არის იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია.

მე ვარ ერთი რიგითი ჯარისკაცი ამ გუნდის, ვემსახურები ამ შემთხვევაში ჩემს ქალაქს, ვემსახურები თბილისელებს და რასაც გადაწყვეტს პოლიტიკური საბჭო, თუ ვინ უნდა იყოს კანდიდატი თბილისის მერობის, რა თქმა უნდა საზოგადოებისთვის ეს ცნობილი გახდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები