რუსი ოპოზიციონერის, ალექსი ნავალნის დედა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართავს და ითხოვს, რომ მისი შვილის ცხედრის ნახვის შესაძლებლობა მიეცეს.
მისი თქმით, საკითხის გადაწყვეტა კრემლის ლიდერზეა დამოკიდებული.
“ჩემ უკან “კატრის” კოლონიაა, სადაც 16 თებერვალს ჩემი შვილი – ალექსეი ნავალნი დაიღუპა. მეხუთე დღეა, მისი დანახვა არ შემიძლია, არ მაძლევენ მის ცხედარს, არც იმას მეუბნებიან, თუ სად არის ის. მოგმართავთ თქვენ, ვლადიმერ პუტინ – საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ბოლოს და ბოლოს, მომეცით უფლება, ვნახო ჩემი შვილი. ვითხოვ, დაუყოვნებლივ გადმოგვეცეს ალექსეის ცხედარი, რომ შევძლო მისი ადამიანურად დაკრძალვა”, – ამბობს ლუდმილა ნავალნაია.