სოფელ ბრეთის მეურნეობაში სპორტდარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს

ქარელის მერიის ინფორმაციით, სოფელ ბრეთის მეურნეობაში სპორტ დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, პროექტი ხორციელდება რეგიონებში, განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სოფელ ბრეთის მეურნეობაში სპორტდარბაზის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოები.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს კედლების მოწყობისა და სახურავის თბოსაიზოლაციო სამუშაოები.

შენობა 2 სართულიანია, რომლის პირველ სართულზე მოეწყობა საჭიდაო და სატრენაჟორო დარბაზები, გასახდელები, საშხაპეები და სველი წერტილები, ასევე სამედიცინო და სამუშაო ოთახები. მე-2 სართულზე მოეწყობა მაყურებლებისთვის გათვალისწინებული ტრიბუნები და სპორტული ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სივრცე.

პროექტი ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.

სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ართვინ ჯორჯია”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები