რუსეთის პირობები აჩვენებს, რომ მათ არ სურთ მშვიდობა – კალასი
პირობები, რომელსაც რუსეთი ითხოვს უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობის შესახებ, აჩვენებს, რომ მოსკოვს ნამდვილად არ სურს მშვიდობა, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
„ის პირობები, რომლებიც მათ წარმოადგინეს, აჩვენებს, რომ სინამდვილეში მათ არ სურთ მშვიდობა, რადგან მათ წარმოგვიდგინეს მთელი თავიანთი საბოლოო მიზნების პირობები, რომელთა მიღწევაც ამ ომით სურთ“, – განაცხადა კალასმა.