გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილმა არნახული ამბები გაუკეთა საქართველოს, თავის საყვარელ ქვეყანას და ამის გამო ისჯება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია სააკაშვილისთვის 12,6 წლით თავისუფლების აღკვეთის თაობაზე მოსამართლის განაჩენს გამოეხმაურა.
„ამ ხელისუფლების მხრიდან არაფერი მიკვირს. ის არის ადამიანი, რომელმაც არნახული ამბები გაუკეთა საქართველოს, თავის საყვარელ ქვეყანას და მიიღო ეს, ამის გამო ისჯება. ჩემთვის მოულოდნელი რა უნდა იყოს მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, თან მოწამლეს, თან კლავდნენ, ამის შემდეგ, ჩემთვის მოულოდნელი რა უნდა იყოს, არ ვიცი“, – განაცხადა ალასანიამ.
ცნობისთვის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდებული, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.