საფრანგეთში მატარებლისა და ავტომობილის შეჯახებას ორი ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთში,  პას-დე-კალეში მატარებელი ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა,- ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება.

მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაღუპულები ჯარისკაცები იყვნენ, დაშავებულია კიდევ ერთი ჯარისკაცი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა.

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარი ოფიციალურად დაადასტურა.

სარკინიგზო მიმოსვლა ამ დრომდე შეფერხებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები