ჭეიშვილი – ოპოზიციაზე: მათ გეგმა არ აქვთ და ელოდებიან გარე ინსტრუქტორებისგან შესაბამის დირექტივებს
“[ოპოზიციის] გეგმა არის ალბათ ის, რომ ჯერჯერობით მათ გეგმა არ აქვთ და ელოდებიან გარე ინსტრუქტორებისგან შესაბამის დირექტივებს”, – ამის შესახებ, მმართველი გუნდის წევრი, თორნიკე ჭეიშვილი აცხადებს.
მისი თქმით, როგორც ჩანს, ეს დირექტივებიც იგვიანებს.
“მათ მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები და ზოგადად მთელი ამ წლების განმავლობაში, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს არის რადიკალური ჯგუფი, რომელსაც აქვს აბსოლუტურად ვიწრო მერკანტილური და არასახელმწიფოებრივი მიზნები და ინტერესები”, – აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.