„სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნება საჭირო გახდა იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყანა, რაც შეიძლება უფრო ეფექტიანად იყოს დაცული უსამშობლო ადამიანებისგან”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, უნდა არსებობდეს ეფექტიანი პრევენცია იმისთვის, რომ არასდროს, არავინ თავში აზრად არ გაივლოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ წასვლა.
„ეს უნდა იყოს იმ ადამიანებისთვის, ვინც ანტაგონისტურ დამოკიდებულებაში იმყოფებიან, მიუხედავად მოქალაქეობისა, საქართველოს სახელმწიფოსთან. მათ ჰქონდეთ მძლავრი იმპულსი და არსებობდეს ეფექტიანი პრევენცია იმისთვის, რომ არასდროს არავინ თავში აზრად არ გაივლოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ წასვლა“, – განაცხადა ჭეიშვილმა.