მედია: ბელგოროდში, სავარაუდოდ, 9 ადამიანამდე დაიღუპა, მათ შორის 1 ბავშვია, 18 დაშავებულია – მათგან 5 ბავშვია

ბელგოროდის სავაჭრო ცენტრის დაბომბვის შედეგად, სხვადასხვა მონაცემით, სავარაუდოდ, 9 ადამიანამდე დაიღუპა.

ტელეგრამის არხები განსხვავებულ ციფრს ასახელებენ, თუმცა ცნობილია, რომ სულ მცირე 5 მოქალაქეა დაღუპული, მათგან ერთი ბავშვია.

გარდა ამისა, იერიშის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანია დაშავებული, მათგან 5 ბავშვია. აღნიშნული რიცხვი საბოლოო არ არის.

ასევე, ნგრევაა დაფიქსირებული 7 კერძო სახლში; 5 კორპუსში ჩამტვრეულია შუშები; 5 ავტომობილი დაზიანდა; დაზიანდა ერთი მაღაზია და ერთ-ერთი სამრეწველო საწარმოს ტერიტორია.

ბელგოროდისა და ბელგოროდის რეგიონის მოსახლეობა სარაკეტო საფრთხის შესახებ გააფრთხილეს.

სახლში ყოფნის შემთხვევაში მოსახლეობას მოუწოდებენ მოერიდონ ფანჯრებს, თავი შეაფარონ ისეთ ადგილებს, სადაც ფანჯრები არ არის, მაგალითად, დერეფანი, აბაზანა, საპირფარეშო, საკუჭნაო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები