ბაღში მასწავლებელმა ბავშვს სცემა – დაწყებულია გამოძიება
თბილისში, ერთ-ერთი ბაღში მასწავლებელმა ბავშვს სცემა. დირექტორი, ნათია ტუსიაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს.
დირექტორის თქმით, ამოღებულია კადრები და გამოძიება მიმდინარეობს.
“მოხდა გადაცდომა აღმზრდელის მხრიდან. იმ დღესვე შევატყობინეთ სამსახურს, მიდის გამოძიება, დამატებით ინფორმაციას გაცნობებთ. ვიდეოკადრები ამოღებულია და ბაღების მართვის სააგენტოში მიდის გამოძიება. კადრები მე აღარ მაქვს. ჩემთვის არცერთ მშობელს არასდროს არ მოუმართავს, რომ ჰქონდა რაღაც ეჭვი. როგორც კი მომმართა, მაშინვე დავიწყეთ კვლევა. აუცილებელი მოთხოვნაა, რომ საქმეში პოლიციაც ჩაერთოს. ვალდებულები ვართ, რომ ფაქტის შესახებ ვაცნობოთ პოლიციას”, – ამბობს დირექტორი.