„დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი არაერთი ქართველისთვის მაშველი რგოლი იქნება ემიგრაციაში“…

დაიბად  თბილისში. ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიის დასრულების შემდეგ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ტელე-კინო საოპერატოროზე განაგრძო სწავლა, თუმცა მალევე  კულტურის მენეჯმენტზე გადაინაცვლა.
სხვადასხვა დროს მუშაობდტელევიზიებშახალი ამბების  წამყვანად. პარალელურად 10 წელია მუშაობდა  სტუდიებთან ფილმებსა თუ რეკლამების გახმოვანების მსახიობად.
ახლახან  ჩაერთ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსებული ქართველთა სათვისტომო ორგანიზაციის მედიაცენტრის – „თვისტომიედიის ტელე-რადიო სივრცეში,  ყოველდღე მსმენელს რადიოთი აწვდი ახალ ამბებს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. ამბობს, რომ  არაერთ  იდეასა და პროექტზე მუშაობენ. – გიორგი ბარამიძის პერსონა.
– ბავშვობიდან მსახიობობა მინდოდა და გადაწყვეტილიც მქონდა თეატრალურზე ჩაბარება, მაგრამ იმ წელს  ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჩემი თავი კინოში და მითუმეტეს – სცენაზე ვერ დავინახე, ამიტომ გადავწყვიტე, სხვა მხრიდან შევსულიყავი ამ სფეროში და აღმოვჩნდი ტელე-კინო საოპერატოროზე.
შემდეგ რატომღაც მომწყინდა და საკუთარი თავის ძიებაში სამსახიობოს გარდა  შემოვიარე რამდენიმე ფაკულტეტი,  ბოლოს კი უბრალოდ დიპლომისთვის კულტურის მენეჯმენტზე ჩავუშვი ღუზა. დიპლომი არ ამიღია, რადგან  არსად დამჭირვებია და იმედია, რომ ჯერ კიდევ სადმე დევს.
 სხვადასხვა ტელევიზიში ახალი ამბების წამყვანი იყავით და, პარალელურად, 10 წელია,  მუშაობ სხვადასხვა სტუდიასთან გახმოვანების მსახიობად ფილმებსა თუ რეკლამებზე
– კი, რაღაცნაირად, თეატრალურის არ იყოს, ტელევიზიები, რადიოები შემოვლილი მაქვს სხვადასხვა სამსახურით – დაწყებული მემონტაჟით, გაგრძელებული მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანობით თუ  სერიალების გახმოვანებით. ახლა ჩვენს ტელევიზიას ვხსნით… რა გითხრათ, ჩემთვის მხოლოდ ეკრანზე ლოგოები იცვლებოდა, თორემ ხალხი იგივეა. მიხარია, რომ ამ გზაზე მქონდა საშუალება, ბევრ პროფესიონალთან მქონოდა ურთიერთობა და ბევრი კარგი რაღაც მესწავლა. დანარჩენი წრე და ყოველდღიურობაა…
 ბოლო დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული სათვისტომოს მედიაცენტრის – „თვისტომიედიის ტელე-რადიო სივრცეში მოღვაწეობთ… თქვენს მეგობრებთან ერთად ერთ-ერთი პირველი ხართ, ვინც ხსენებულ მედიასივრცეში მოღვაწეობთ.. რამდენად მნიშვნელოვანია „თვისტომიმედიის“ არსებობა? რას იტყოდით პირველ ნაბიჯებზე?
– ძალიან მახარებს, რომ ამ პროცესების თანამონაწილე ვარ და შტატებში  ქართველი ემიგრანტებისთვის (და არამარტო)  ტელე-რადიო პროდუქტს ვქმნით. „თვისტომიმედია“ – ეს არის, პირველ რიგში, მეგობრობის ცენტრი, სადაც ჩვენმა ხელმძღვანელმა ნიკა ჩხეიძემ გაგვაერთიანა. შემდეგ არის უკვე რადიო და ტელევიზია, რომლის მიზანიც ქართველებისთვის დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება და საინტერესო გადაცემებით მათი გაერთიანებაა.
დარწმუნებული ვარ, ჩვენს გუნდს კიდევ ბევრი მეგობარი შემოემატება და ეს პროექტი არაერთი ქართველისთვის  მაშველი რგოლი იქნება ემიგრაციაში.
რაც შეეხება ჩემს როლს ამ კარგ საზოგადოებაში, ვაგზავნი ახალ ამბებს საქართველოდან  და ვფიქრობთ კარგ გადაცემებზე, რომლებიც მომავალში აუცილებლად გავა ბევრი ქართველის ეკრანებზე.
– ალბათ ხშირად გიფიქრიათ იმ ქალაქზე, სადაც ცხოვრობთ, კრიტიკულადაც შეგიხედავთ… რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით  თბილისში?
– რომ შემეძლოს, თბილისს  ალბათ ცოტა ბედნიერებას და სილაღეს დავუმატებდი. სამწუხაროდ, ბევრი გაჭირვებულია და სულ რომ არაფერი თქვან, ეს ყველაფერი სახეზე აწერიათ, მაგრამ ზოგიერთ ფულით აჟიტირებულ პერსონაზე ლამაზად მაინც გამოიყურებიან. ვფიქრობ, ცოტა მეტი სიკეთე და პატივისცემა ქალაქს უფრო მოუხდებოდა.
– როგორ  გესმით  ბედნიერების  ცნება?
– არ მახსოვს, სადღაც წავიკითხე  „გინდა იყო ბედნიერი?- იყავი“, ალბათ ეგ არის ბედნიერება, როცა ასე შეგიძლია. ვფიქრობ, ბედნიერება მადლიერების შეგრძნებაა, როცა აფასებ იმას, რაც გაქვს და ეს შეგრძნება  ერევა იმ ტკივილებს, რომელსაც, სამწუხაროდ, ყველა ადამიანი სიცოცხლის მანძილზე გადის.
ბედნიერების დანახვა თუ შეგიძლია, ის აქვეა, შენთან ახლოს, და  არა სადღაც წარმოდგენილ სულიერ კომფორტში, რომელსაც უნდა სდიო და იქ დიდი შანსია, არც დაგხვდეს.
–  ჰობი…
– ჰობი… ეს კითხვა ცოტა ადრე რომ დაესვათ, ალბათ მუსიკას და აზრების ლექსად წერას ვუპასუხებდი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, ჩემი ახალი ჰობი თბილისის ქუჩებში ველოსიპედით სიარულია. მალე ერთი წელი გახდება, რაც ამ დალოცვილი ტრანსპორტით დღეში 25-30 კილომეტრს გავდივარ. ახლა ზამთარია და ცუდ ამინდებში ძალიან მაკლია. ველოდები კარგ ამინდებს…

                                                                                                                           თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები