თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიება – „ახალი წლის დღეები” გაიმართა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიება – „ახალი წლის დღეები” გაიმართა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტის  გამოფენა-გაყიდვა.
მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცეები, ბავშვები შეხვდნენ ზღაპრის გმირებს და თოვლის ბაბუას.

ასევე, დღეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე აინთო.

ღონისძიებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე – გოჩა თედორაძე მოადგილეებთან,  თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და  ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ.

ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები