ზურაბ ქადაგიძე: ამბობენ, 26 მაისს ფაშისტების “ევრო-დესანტი” უნდა ჩამოვიდეს, უკნევიჩიენეს ხელმძღვანელობითო და – ჰერჩინსკიმაც, როგორც ფაშისტების მზვერავს შეეფერება, კოორდინატები მიაწოდა – ფრონტის ხაზი, საქართველოს სუვერენიტეტზე, ეროვნულ ღირებულებებსა და თვითმყოფადობაზე მოუნიშნა
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, ვროკავშირის წარმომადგენლის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ან ოპერატიულად ავლაგმავთ ამ ნაძირალობას და თავხედობას, ან არა და – სადღეგრძელოდ დაგვრჩება სუვერენიტეტიც და ქვეყნის რეპუტაციაც!“
ქადაგიძის თქმით, დასავლელი პარტნიორების ნაწილის ქმედებები სცდება დიპლომატიურ ფარგლებს და ქვეყნის წინააღმდეგ მტრული ქმედებების შთაბეჭდილებას ტოვებს. ყველანაირი წითელი ხაზი გადალახეს, ყველანაირი სიბინძურე იკადრეს.
„ამბობენ, 26 მაისს ფაშისტების “ევრო-დესანტი” უნდა ჩამოვიდეს, უკნევიჩიენეს ხელმძღვანელობითო.
ჰო და – ჰარჩინსკიმაც, როგორც ფაშისტების მზვერავს შეეფერება, კოორდინატები მიაწოდა – ფრონტის ხაზზე, საქართველოს სუვერენიტეტზე, ეროვნულ ღირებულებებსა და თვითმყოფადობაზე მიანიშნა.
მოკლედ, ყველანაირი წითელი ხაზი გადალახეს, ყველანაირი სიბინძურე იკადრეს და ჩვენგან ელოდებიან პასუხს?!
ჩემი აზრით, პასუხი უნდა იყოს სარკისებური, ხისტი და მიზანმიმართული!
ითხოვენ და უნდა მიიღონ, სხვა გზას მე ვერ ვხედავ!
ან ოპერატიულად ავლაგმავთ ამ ნაძირალობას და თავხედობას, ან არა და – სადღეგრძელოდ დაგვრჩება სუვერენიტეტიც და ქვეყნის რეპუტაციაც!“ – წერს ქადაგიძე.