“იმისთვის, რომ სანქციები შემოვიღოთ ევროკავშირის დონეზე, გვჭირდება 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობა და ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ერთსულოვნება”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ისაუბრა.
„იმისთვის, რომ სანქციები შემოვიღოთ ევროკავშირის დონეზე, გვჭირდება 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობა და ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ერთსულოვნება. არიან წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან. სწორედ ამიტომ, ჩვენი წევრი სახელმწიფოების უმეტესობამ გადაწყვიტა სანქციების შემოღება. სულ უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს ფიზიკური პირებისა და თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, იმედია, მივაღწევთ იმ მომენტს, როდესაც 27 წევრ სახელმწიფოს შორის ერთსულოვნება იქნება მიღწეული“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.