ევროკომისია „ფაიზერგეითის“ სასამართლო საქმის ყველა ბრალდებაში გაამტყუნეს

ევროკავშირის სასამართლომ, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 2021-2023 წლებში COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვის შესახებ წარმოებული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციის დამალვის გამო დამნაშავედ ცნო.

ევროკომისია „ფაიზერგეითის“ სასამართლო საქმეში ყველა ბრალდებაში გაამტყუნეს.

ფონ დერ ლაიენს სასამართლოში ამერიკულმა გაზეთმა The New York Times-მა უჩივლა. 2023 წელს გაზეთმა სტატია გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებდა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი კომპანია Pfizer-ის დირექტორთან, ალბერტ ბურლასთან ევროკავშირისთვის 30 მილიარდი ევროს ოდენობის ვაქცინების შესყიდვის თაობაზე ტექსტურ მიმოწერას აწარმოებდა. გაზეთის თხოვნაზე, გაესაჯაროებინა მიმოწერა, ფონ დერ ლაიენმა უარი განაცხადა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტს მიმოწერის გასაჯაროებაზე უარის თქმის არანაირი უფლება არ ჰქონდა.

როგორც „ევრონიუსი“ წერს, ევროკომისიასა და The New York Times-ს შორის Pfizer-ის წარმოებული COVID-19-ის ვაქცინის კონტრაქტებთან დაკავშირებული გამჭვირვალობის შესახებ ხანგრძლივი კამათის შემდეგ, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ (ECJ) დაადგინა, რომ კომისიამ „ვერ წარმოადგინა დამაჯერებელი ახსნა მოთხოვნილი დოკუმენტების არქონის გასამართლებლად“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები