პაპუაშვილი – ოქრუაშვილის დაკავებაზე: თუ ყოფნის ადამიანს სითამამე, რომ დაარღვიოს კანონი, დარწმუნებული ვარ, იმის სითამამეც ეყოფა, მიიღოს ის შედეგი, რაც კანონის დარღვევას მოჰყვება

”ყველა ზრდასრული ადამიანია, ყველა იცნობს საქართველოს კანონმდებლობას, ყველამ ეს ნაბიჯი გადადგა გააზრებულად. ასე რომ, შედეგსაც ყველა შეეგუა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ეს არის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ არ ხდება საგამოძიებო კომისიის მოთხოვნების არ დათანხმება, ეს ყველამ მშვენივრად იცის. ყველამ იცოდა, რა იქნებოდა ამის შედეგი. ყველა გააზრებულად და განზრახ წავიდა ამ დარღვევაზე. თუ ყოფნის ადამიანს იმის სითამამე, რომ დაარღვიოს კანონი, დარწმუნებული ვარ, იმის სითამამეც ეყოფა, მიიღოს ის შედეგი, რაც კანონის დარღვევას მოჰყვება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული გირაო პატიმრობით შეუცვალა, ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები