სახელმწიფო რწმუნებული ფოთში მიმდინარე პროექტებს გაეცნო

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, დავით ვერავამ, ფოთში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ფოთის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მერის მოადგილეებთან და სამსახურის უფროსთან ერთად გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო რწმუნებული, მის მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ფოთის მე-15 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

„პროექტის ფარგლებში ხორციელდება შენობის ფასადის, სახურავის, სკოლის შიდა ინტერიერის: საკლასო ოთახების, სპორტული და სააქტო დარბაზების სრული განახლება. სკოლა ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო. ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ მე-15 საჯარო სკოლის 500-მდე მოსწავლე სწავლას თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ სკოლაში გააგრძელებს. ფოთში რამდენიმე თვის წინ დასრულდა მერვე საჯარო სკოლის რეაბილიტაციაც“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები