ტრაილერის მძღოლი, რომელმაც ორთაჭალაში მოზარდი იმსხვერპლა, პოლიციამ დააკავა

ტრაილერის მძღოლი, რომელმაც ორთაჭალაში 15 წლის მოზარდი იმსხვერპლა, პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა ორთაჭალაში დღეს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლს ავტომობილი, სავარაუდოდ, დაუგორდა, რასაც 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები