საქართველოს პრემიერმინისტრმა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, პაველ ვიზდალთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, პაველ ვიზდალთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ მნიშვნელოვან პროგრესზე, რაც საქართველოსა და სლოვაკეთს აქვს ორმხრივ ურთიერთობებში, მათ შორის – პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის მიმართულებით. საუბრისას განიხილეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი პროექტები, ასევე – ხაზი გაესვა სლოვაკეთის დახმარების მნიშვნელობას ჯანდაცვის სექტორისთვის.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩმა პრემიერმინისტრს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა. ირაკლი ღარიბაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები