ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მნიშვნელოვანი პროგრესის საპასუხოდ წელს ველით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას, საქართველო ევროპაა
ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსა და ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტ ჟოზეფ ბორელთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე” წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწევები და თორმეტივე პრიორიტეტის დაკმაყოფილების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატება.
„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელთან. განვიხილეთ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწევები და თორმეტივე პრიორიტეტის დაკმაყოფილების გზაზე ჩვენს მიერ მიღწეული წარმატება. ჩვენი მნიშვნელოვანი პროგრესის საპასუხოდ წელს ველით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას. საქართველო ევროპაა!”, – აღნიშნავს პრემიერი.
Had a productive meeting w/@JosepBorrellF, 🇪🇺 High Representative. Discussed 🇬🇪's achievements on its 🇪🇺 integration path & our success in addressing all 12 priorities. In response to our significant progress, we anticipate receiving 🇪🇺 candidate status this year. 🇬🇪 is Europe! pic.twitter.com/o46HmHBkB2
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) September 8, 2023