მდინარე იორში მოზარდი დაიხრჩო

სოფელ ხაშმის მიმდებარედ, მდინარე იორში არასრულწლოვანი დაიხრჩო.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი მდინარეში ჩავარდა. ის წყლიდან თვითმხილველებმა ამოიყვანეს და პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.

როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამაშველო ჯგუფს არასრულწლოვანი მდინარიდან გამოყვანილი დახვდათ და იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში. მას ჩაუტარდა ფილტვების რეანიმაცია, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები