ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
დღეს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, საქართველოს პარლამენტის და აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ომში დაღუპული გმირების თეიმურაზ ბერიძის, ასლან შაინიძის, მერაბ ჭელიძის და ნადიმ ართმელაძის ხსოვნას პატივი მიაგეს, გმირთა საფლავები და მემორიალები ყვავილებით შეამკეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და მათ თანადგომა გამოუცხადეს.