ფოთში, ზღვაში 14 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ორი ახალგაზრდა დღის მეორე ნახევარში საბანაოდ გავიდა და გაუჩინარდა.
ამ წუთებში მიმდინარეობს მეორე მოზარდის სამძებრო სამუშაოები.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო დახმარების და სამაშველო ჯგუფები.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.