თემურ მღებრიშვილი: დღეს, სამაშველო სამუშაოები 8 ლოკაციაზე მიმდინარეობდა – მუშაობა გაგრძელდება მთელი ღამის განმავლობაში (ფოტოგალერეა)

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებასთან დაკავშირებით მედიასთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა.

მღებრიშვილის განცხადებით, დღეს, სამაშველო სამუშაოები 8 ლოკაციაზე მიმდინარეობდა, მუშაობა გაგრძელდება მთელი ღამის განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, 210 პირია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები