თემურ მღებრიშვილი: დღეის მდგომარეობით, 18 გარდაცვლილია ამოსვენებული, აქედან 13 იდენტიფიცირებულია – რჩება 16 ადამიანი, რომელთა საძიებო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს

ამ დრომდე მიმდინარეობს ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიებები სტიქიის ზონაში. ამ დროისთვის სტატისტიკა არ შეცვლილა. ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება საძიებო სამუშაოები, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„როგორც იცით, დღეის მდგომარეობით 18 გარდაცვლილია ამოსვენებული. აქედან 13 იდენტიფიცირებულია და რჩება 16 ადამიანი, რომელთა საძიებო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. რაც შეეხება საძიებო სამუშაოების მასშტაბს, 6 ლოკაციაზე მიმდინარეობდა დღის განმავლობაში სამუშაოები ძალიან აქტიურად. ვფიქრობთ, ხვალ უფრო მეტ პერიმეტრს მოვიცავთ და ვიმედოვნებთ, რომ ამის შედეგები გვექნება ხვალისთვის“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, 210 პირია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები