ირაკლი კობახიძე: მაქსიმუმი კეთდება, შტაბი მობილიზებულია, დღეს ადგილზე სამი მინისტრი იმყოფებოდა – ყველა პოლიციელი, მაშველი, სამხედრო პირი მობილიზებულია, დღე და ღამე მუშაობენ

არის ძალიან რთული ვითარება. პრობლემას ქმნის ის, რომ შექმნილია რამდენიმე მეტრიანი შრე იმ ნაკადით, რომელიც წამოვიდა და შესაბამისად სამძებრო-სამუშაოები ჩატარება არის რთული. საერთო ვითარება არის ძალიან მძიმე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ყველა პოლიციელი, მაშველი და სამხედრო პირი მობილიზებულია და დღე და ღამე მუშაობენ.

„მაქსიმუმი კეთდება, შტაბი მობილიზებულია, დღეს ადგილზე სამი მინისტრი იმყოფებოდა. ყველა პოლიციელი, მაშველი, სამხედრო პირი, ვინც ამ ღონისძიებებში ჩართულები არიან არიან სრულად მობილიზებული და დღე და ღამე მუშაობენ, რომ ეს სამძებრო სამუშაოები წარმატებული იყოს“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 17 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, 200-ზე მეტი პირია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები