ზურაბ აზარაშვილი: ზოგიერთი ცხედრის სხვადასხვა ნაწილები იქნა აღმოჩენილი, დაკარგულებს შორის სამწუხაროდ ბავშვებიც არიან

დასახიჩრებული ცხედრებიც გვაქვს, დაკარგულებს შორის არიან ბავშვებიც, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებს შოვში, სტიქიის ზონაში განუცხადა.

მისი თქმით, მაშველებმა ზოგიერთი ცხედრის სხვადასხვა ნაწილები იპოვეს, რომლებსაც დნმ-ის ანალიზი უნდა ჩაუტარდეს.

„აქ ხედავთ, რომ მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები ღამითაც. მიუხედავად ამ რთული პირობებისა,  ვცდილობთ, გარდაცვლილი და ცოცხალი ადამიანების ამოყვანის შანსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

მიმდინარეობს ცხედრების ამოცნობა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ცხედარი არის დასახიჩრებული. სხვადასხვა ეტაპები იქნება გასავლელი, ერთ-ერთი მაგალითად, დნმ-ს ანალიზია. სამწუხაროდ, დაკარგულებს შორის არიან ბავშვებიც, 7-8 ბავშვია.

რაც შეეხება იმ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ვრცელდება თითქოსდა ამ სტიქიის აცილების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დეზინფორმაცია.

რამდენიმე დღე დასჭირდება გარემოს დაცვის დეპარტამენტსა და სხვა უწყებებს, რომ დაიდოს შესაბამისი დასკვნები“, – განაცხადა აზარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები