‘სტიქიის ეპიცენტრთან, მობილიზებულია სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ასევე, გახსნილია პუნქტი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სამედიცინო ჩარევისთვის. გარდა ამისა, მიმდებარე სოფელში, დაკარგულთა ოჯახებთან არიან მობილიზებული ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უწევენ მათ ფსიქოლოგიურ თუ სხვა საჭირო სამედიცინო დახმარებას”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფება.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული ყველა პროცესი, იქნება ეს აცრები თუ სამედიცინო მომსახურება, ადგილზე, უწყვეტად მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, ონში და სტიქიის ეპიცენტრთან, სამედიცინო ეკიპაჟები და ექიმები, სამძებრო – სამაშველო სამუშაოების დაწყებისთანავე არიან მობილიზებულები.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 21 ადამიანს ეძებენ.