მოსკოვთან დრონების იერიშია – “ვნუკოვოს” აეროპორტმა რეისების მიღება დროებით შეწყვიტა

მოსკოვის გარშემო დრონების იერიშია.

​რუსეთის საგანგებო სამსახურში რუსულ მედიას განუცხადეს, რომ მოსკოვის მახლობლად მდებარე სოფელ კრივოშეინოში ორი დრონია ჩამოგდებული, რომლის ფრაგმენტები ერთ-ერთ შენობას დაეცა და ცეცხლი გაჩნდა.

აღსანიშნავია, რომ სოფელი კრივოშეინო “ვნუკოვოს” აეროპორტთან ახლოს მდებარეობს, ისევე – როგორც სხვა დასახლებები, სადაც დილიდან აფეთქებები დაფიქსირდა და რის გამოც აეროპორტმა რეისების მიღება შეწყვიტა.

მანამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დრონი მოსკოვთან ახლოს მდებარე კიდევ ერთ სოფელში – კუბინკაში სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

რუსული მედიის წყაროს ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაშავებული არ არიან.

კიბინკა ასევე “ვნუკოვოს” აეროპორტიდან 36 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სოფელში განლაგებულია რუსეთის სამხედრო-საჰაერო ბაზა და საჰაერო სადესანტო ჯარების ბრიგადა.

ერთი დრონია მოგერიებული კალუგას რეგიონში.

IMG_1771

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები