გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს, რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს, რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა.
პროკურატურის ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე – ბაკურ აბულაძე და კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს უფროსი – გიორგი გოჩაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ანტიკორუფციული მიმართულების შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.
ასევე, მხარეებმა ისაუბრეს გამოძიების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა-გამოყენებაზე, ადამიანური რესურსების განვითარებაზე.
შეხვედრის დასასრულ, მხარეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.