ირაკლი ღარიბაშვილი: ნაყოფიერი შეხვედრა გავმართე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან; საქართველო მზადაა, დაასრულოს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს
ნაყოფიერი შეხვედრა გავმართე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მზადაა, დაასრულოს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.
„ჩვენ შორის არსებული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება. საქართველო მზადაა, დაასრულოს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ ხელს შევუწყობთ რეგიონში მშვიდობას, დემოკრატიასა და ეკონომიკურ ზრდას”, – აღნიშნავს პრემიერი.
Productive meeting w/ @eucopresident. We continue strengthening our relations. 🇬🇪 is committed to finalizing 12 recommendations and deserves candidate status this year. Together 🇬🇪🇪🇺 will promote peace, democracy & economic growth in the region. pic.twitter.com/RorLO67WG9
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) April 25, 2023