საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მთავრობის მეთაურთან ერთად მემორიალთან იმყოფებოდნენ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები.