ლევან ნიკოლეიშვილი: ხაზი გადაუსვეს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების პატივისცემას, ასეთ პირობებში, ევროსაბჭოს ასამბლეაში ჩვენს ყოფნას აზრი და გამართლება არ აქვს – ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ, ხელისუფლების გადაწყვეტილება კი თითოეული საღად მოაზროვნე ადამიანისთვის მისასალმებელი და საამაყოა

“დღეს ჩვენმა ლეგიტიმურად არჩეულმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პატივს სცემს თავის 1 200 000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებას, რომელმაც მათ ქვეყნის მართვის მანდატი ანდო, რომ მისთვის უმთავრესი საქართველოს სუვერენიტეტი, მშვიდობა და სტაბილურობაა,” – ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი წერს, რითაც ეხმიანება საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილებას, შეწყვიტოს ევროსაბჭოს ასამბლეაში მუშაობა.

ნიკოლეიშვილის განცხადებით, შანტაჟის და დაუსაბუთებელი ბრალდებების ფონზე, ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას კვლავ უპატივცემულოდ მოექცნენ, შესაბამისად, ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტა ყველა საღად მოაზროვნე ქართველისთვის მისასალმებელი უნდა იყოს.

“დღეს ჩვენმა ლეგიტიმურად არჩეულმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პატივს სცემს თავის 1 200 000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებას, რომელმაც მათ ქვეყნის მართვის მანდატი ანდო, რომ მისთვის უმთავრესი საქართველოს სუვერენიტეტი, მშვიდობა და სტაბილურობაა. ევროსაბჭომ კი უკვე მერამდენედ გადაუხვია დემოკრატიის, სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპებს. უკვე მერამდენედ დაუსაბუთებელი შანტაჟის, ყოველგვარი მტკიცებულებების და ფაქტების, მიკერძოების გზით ხაზი გადაუსვეს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების პატივისცემას. ასეთ პირობებში და რეალობაში ქართული ოცნების გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, ევროსაბჭოს ასამბლეაში ჩვენს ყოფნას აზრი და გამართლება არ აქვს. ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ, ჩვენი ეროვნული ინტერესებით, ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილება კი თითოეული საღად
მოაზროვნე და პატრიოტი ადამიანისთვის ნამდვილად მისასალმებელი და საამაყოა!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები