სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა გახდა, რომელიც ქვეყანას გარდამავალი პერიოდის განმავლობაში უხელმძღვანელებს
სირიელ ამბოხებულთა ლიდერი აჰმედ ალ-შარაა სირიის გარდამავალ პერიოდში დროებით პრეზიდენტად დანიშნეს,- ინფორმაციას არაბული მედია ავრცელებს.
აჰმედ ალ-შარაა იყო იმ აჯანყების მეთაური, რომელმაც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხო.
გარდამავალ პერიოდში ალ-შარაას საკონსტიტუციო კომისიის ფორმირება დაევალა, რომელმაც ქვეყნის ახალი მთავარი კანონი უნდა შეიმუშაოს.
ახალმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ყველა აჯანყებული დაჯგუფება, რომელიც ასადის წინააღმდეგ იბრძოდა 13-წლიან სამოქალაქო ომში, გაუქმდება და ინტეგრირდება სახელმწიფო ინსტიტუტებში.
ცნობისთვის, 2024 წლის 8 დეკემბერს სირიელი ამბოხებულების მიერ ქვეყნის ყველა მსხვილი ქალაქის აღების შემდეგ, ბაშარ ასადის რეჟიმი დაემხო. ასადი ოჯახთან ერთად მოსკოვში გაიქცა, სადაც მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს.