პრემიერმინისტრი სომხეთის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიული ადმინისტრაციის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სომხეთის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიული ადმინისტრაციის მინისტრს, გნელ სანოსიანს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე სომხეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს. ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის რეგიონულ და ინფრასტრუქტურულ სფეროში თანამშრომლობისა და აღნიშნული მიმართულებით ურთიერთობების შემდგომი განვითარების შესახებ. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება და მნიშვნელოვანი პროგრესი არსებობს.