უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 72 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 72 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით ოთხი „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა და 131 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 72 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 59 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიევის, ხმელნიცკის, ჟიტომირის, ვინიცის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, მიკოლაივის, ოდესის, ზაპოროჟიეს, რივნესა და დონეცკის ოლქებში გაანადგურეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები