ბაქოში, ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში Qantas Airways-ის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა, რის გამოც აეროპორტში განგაში გამოცხადდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტის პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ ავიაკომპანიის Airbus A380 რეისს სინგაპურიდან ლონდონში ასრულებდა, თუმცა ბაქოში ავარიული დაშვება მოითხოვა ტვირთის განყოფილებაში დაკვამლიანების გამო.
თვითმფრინავი ბაქოს დროით 07:08 საათზე უსაფრთხოდ დაეშვა, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ბორტზე 356 მგზავრი იმყოფებოდა.
ბაქოს აეროპორტში კი, განგაში გამოცხადდა, ყველა საავარიო სამსახური მზადყოფნაში იქნა მოყვანილი.
ამჟამად, საჰაერო ხომალდის ინსპექტირება მიმდინარეობს.