ქარელში 75 წლის ქალზე სექსუალურად იძალადეს
ქარელის მუნიციპალიტეტში 75 წლის ქალზე შუა ხნის კაცმა სექსუალურად იძალადა.
პირი, რომელმაც ქალის გაუპატიურება სცადა, სავარაუდოდ, დაზარალებულის ოჯახის ახლობელია.
როგორც 70 წელს გადაცილებული ქალის ახლობლები ამბობენ, მომხდართან დაკავშირებით ქალი უკვე დაიკითხა და მიმდინარეობს გამოძიება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “კვირას” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.