“შევახსენებ ყველას, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს შესაბამისი სამართლებრივი ზომების დადგომას” – ქადაგიშვილი

“შევახსენებ ყველას, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს შესაბამისი სამართლებრივი ზომების დადგომას”, –  ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„მაგალითად, გუშინ მოხდა ასეთი შემთხვევა, როდესაც პოლონეთში, პოლონეთის სეიმის მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაში არ გამოცხადდა ერთ-ერთი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი და იგი დააკავეს, იმიტომ, რომ ყველგან, ყველა ქვეყანაში კანონი ამას ითვალისწინებს“, – აღნიშნა  ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში, საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში დაარეგისტრირებენ ინიციატივას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები