“სამწუხაროდ, საერთაშორისო დახმარებები, მათ შორის, საგრანტო დახმარებები ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა არა საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო მიზნებისათვის, არამედ პოლიტიკური მიზნების უკანონოდ მიღწევისათვის, მათ შორის „ფერადი რევოლუციების“ მომზადება/მოწყობისათვის”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ითვალისწინებდა მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას, დღეს უკვე ნათელია, რატომაც არ უნდოდათ ეს გამჭვირვალობა“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.