“დამფინანსებელი პასუხს აგებს მისგან დაფინანსებული ორგანიზაციის მიერ კანონის დაცვაზე, ავტომაგისტრალის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია” – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც შალვა პაპუაშვილი წერს, ავტომაგისტრალის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია.

“1. დამფინანსებელი პასუხს აგებს, მისგან დაფინანსებული ორგანიზაციის მიერ კანონის დაცვაზე,

2. “პუბლიკა” ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციაა,

3. ავტომაგისტრალის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია,

4. “პუბლიკა” რეკლამირებას უწევს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას,

5. ევროკავშირის საელჩო, როგორც დამფინანსებლის წარმომადგენელი, პასუხისმგებელია წინასწარ დაანონსებული სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგებზე.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული “პუბლიკა” სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები