“მინდა, ახალგაზრდებს მივმართოთ – ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლოებს” – ზარქუა

“მინდა, ახალგაზრდებს მივმართო, დაკვეთებს ნუ შეასრულებთ, ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლოებს, მათი ამოცანა არის, რომ თქვენ გაგაკეთებინონ ის ბინძური საქმეები”, – ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„არაერთხელ გაგაფრთხილეთ, მოგიყევით, მაგალითები წარმოგიდგინეთ. ყველა თქვენი პარტიის ლიდერი, ვინც ეს დაგიკვეთათ, ჩირგვში სხედან, იქიდან იძლევიან ინტერვიუებს, ზოგი ისვენებს, ზოგი მივლინებაში, ზოგი საქეიფოდ არის, ზოგი უქეიფოდ არის“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები