რუსეთში, ქალაქ ეისკში საცხოვრებელ კორპუსს სამხედრო თვითმფრინავი დაეცა (ვიდეო)

კრასნოდარის მხარეში, ქალაქ ეისკში, ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს სამხედრო თვითმფრინავი დაეცა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული „სუ 34“-ის ტიპის ზებგერითი ავიაგამანადგურებელი სასწავლო-საწვრთნელი ფრენის დროს ჩამოვარდა.

ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ხანძარი 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.

მფრინავებმა კატაპულტირება მოასწრეს. პილოტების თქმით, კატასტროფის მიზეზი აფრენის დროს ერთ-ერთ ძრავზე გაჩენილი ცეცხლი გახდა.

ადგილზე მეხანძრე-მაშველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები