საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ბაჰრეინის გენერალურ პროკურორს, ალი ალბუაინაინს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ბაჰრეინის გენერალურ პროკურორს, ალი ალბუაინაინს შეხვდა.

პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე – ბაკურ აბულაძე, ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორი და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი – გიორგი გოგაძე და საქართველოს პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი – ირაკლი ჩილინგარაშვილი ესწრებოდნენ.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა, ბაჰრეინის დელეგაციის წევრებს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტებზე, განხორციელებულ რეფორმებზე და მიღწეულ პროგრესებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
ბაჰრეინის გენერალური პროკურორი ალი ალბუაინაინი საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფებოდა. საქართველოს პროკურატურამ, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას თემაზე – “გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები” უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები